ორი დღის განმავლობაში, სამების საკათედრო ტაძარში მხოლოდ მედიასაშუალებების ის წარმომადგენლები დაიშვებიან, რომლებსაც შესაბამისი აკრედიტაცია გააჩნიათ. ინფორმაციას საპატრიარქო ავრცელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც წმინდა მატრონას ხატს, რომელზეც იოსებ სტალინია გამოსახული, საღებავი შეასხეს. საპატრიარქოს განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილება შემდგომი გაუგებრობისა და ტაძარში დაძაბულობის თავიდან ასაცილებლად მიიღეს.