საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტია პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის იდეით გამოვიდა. პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „საქართველოსთვის" თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევის ძველი წესის (პირდაპირი გზით არჩევის) დაბრუნება სახელმწიფოს მეთაურის საჭირო ლეგიტიმაციასა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ეს განცხადება ოპოზიციური პაარტიებისთვის მისაღები და გასათვალისწინებელია, ოპოზიციის ნაწილი კი აღნიშნულ თემას უმნიშვნელოდ მიიჩნევს.