პერუს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანა ეკვადორის საზღვართან სპეცდანიშნულების რაზმს განათავსებს. უწყების განმარტებით, პერუმ გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომების გასაძლიერებლად მიიღო. მედიის ცნობით, ეკვადორში შექმნილი დაძაბული ვითარებიდან გამომდინარე პერუს პრეზიდენტმა მინისტრთა საბჭოს საგანგებო სხდომაც მოიწვია. შეგახსენებთ, ეკვადორის პრეზიდენტმა, დანიელ ნობოამ ტელევიზიაში შეიარაღებული დაჯგუფების შეჭრის შემდეგ ქვეყანაში შიდა შეიარაღებული კონფლიქტის მდგომარეობა გამოაცხადა.