უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
„ყურადღება! სარაკეტო საფრთხე მთელ უკრაინაში! სავასლეიკას აეროდრომიდან (ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქი) MiG-31K აფრინდა. საჰაერო თავდასხმის სიგნალს ნუ უგულებელყოფთ!“ - ნათქვამია უკრაინის საჰაერო ძალების განცხადებაში.
უკრაინის ხელისუფლებამ სარაკეტო დარტყმის საშიშროების გამო მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდა.