ეკვადორის ერთ-ერთ ქალაქში ტელევიზიის სტუდიაში, პირდაპირი ეთერის დროს, შეიარაღებული პირების ჯგუფი შეიჭრა, რის გამოც ქვეყნის პრეზიდენტმა "შიდა შეიარაღებული კონფლიქტის" მდგომარეობა გამოაცხადა. შეიარაღებული პირები სტუდიაში საინფორმაციო გადაცემის დროს შეიჭრნენ, რამაც ტელევიზიის თანამშრომლებში პანიკა და შიში გამოიწვია. მოგვიანებით, პოლიციის სპეცრაზმმა ყველა შეიარაღებული პირი დააკავა. პოლიციის მეთაურმა, მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ სამართალდამცავებმა ამოიღეს იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც შეიარაღებულ პირებს თან ჰქონდათ. პოლიციის ინფორმაციით, ჯამში თავდასხმაში მონაწილე 13 პირი დააკავეს.