გერმანიაში, რავენსბურგის პოლიციამ ძარცვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა, მესამეს კი ამ დრომდე ეძებენ, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, 2022 წლის 30 დეკემბრიდან 2023 წლის 27 მაისამდე პერიოდში, ეჭვმიტანილი პირები ქალაქის ერთ-ერთ რაიონში სახლებს ძარცვავდნენ და საერთო ჯამში, მათ მიერ მიყენებულმა ზარალმა 20 000 ევროზე მეტი შეადგინა. ეჭვმიტანილები 31-დან 34 წლამდე ასაკის პირები არიან.