თბილისში, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარედ ცხოველების უფლებების დამცველებმა ცხოველებზე ძალადობის შეჩერებისა და დამნაშავეების მიმართ მკაცრი ზომების გატარების მოთხოვნით აქცია გამართეს. ადგილზე შეკრებილები მარნეულის მუნიციპალიტეტში მოქალაქის მიერ ძაღლზე ძალადობის შემთხვევას აპროტესტებდნენ და მოძალადის “კანონის სრული სიმკაცრით დასჯას” მოითხოვდნენ.