სამების ტაძარში წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც სტალინიც არის გამოსახული, საღებავის შესხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც “palitraniuss“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმის წარმოება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს. საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სასამართლოში გადაიგზავნება. სამების საკათედრო ტაძარში არსებულ წმინდა მატრონას ხატთან დაკავშირებით ინფორმაცია 6 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა.