საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ საკონსტიტუციო სასამართლოში პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებები საკანონმდებლო ორგანოში ჟურნალისტთა და ვიზიტორთა “ქცევის წესები" გაასაჩივრა. ამ წესის მიხედვით, რომელიც პარლამენტში 2023 წლის სექტემბრიდან მოქმედებს, პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე მოქალაქეს ეკრძალება სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების – ბანერებისა და პოსტერების, ასევე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების შეტანა. საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები ხელისუფლების მხრიდან უფლებების შეზღუდვაზე საუბრობენ. რას ამბობენ პოლიტიკურ სპექტრში თემაზე მეტს ცარო კირვალიძე გვეტყვის.