ჩვენ ოთხფეხა მეგობარზე მოძალადე პოლიციამ დააკავა. მარნეულში ძაღლზე ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც ცხოველთა მოყვარულების, დამცველების ძალიან დიდი აღშფოთება მოჰყვა. ცხოველები დაუცველები არიან, ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა, ცხოველთა უფლებების დამცველები მოითხოვენ კანონის გამკაცრებას. ამ სასტიკ საქმეზე გამოძიება 259-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო. ცხოველთა უფლებების დამცველები იმედოვნებენ, რომ შსს დაკავებულ მოძალადეს არიფ გოი ოშოვს გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლებს. დასაჯე მოძალადე - ამ მოთხოვნით ცხოველთა უფლებების დამცველები პირველ გიმნაზიასთან აქციას მართავენ. უფრო მეტ დეტალს ამ საკითხზე ხატია სამხარაძისგან გავიგებთ.