მორიგი ფემიციდის შემთხვევა. სასტიკი მკვლელობა თბილისის გარეუბანში. ვარკეთილში 27 წლის ქეთევან ედიბერიძე, მისმა მეუღლე გიორგი კაველაშვილმა მძინარე მდგომარეობაში მოკლა. დაჭრილია თავად კაველაშვილიც, როელმაც შემთხვევის შემდეგ ცივი იარაღით დაზიანებები მიიყენა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ორივე მათგანი კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა მედიკოსებმა 27 წლის ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს, ის ოპერაციის დაწყებიდან მალევე გარდაიცვალა. გამოკითხეს თუ არა ახალგაზრდა მამაკაცი სამართლადამცველებმა და საქმეზე რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თემის დეტალებით ინტერპრესნიუსის ჟურნალისტი ეკა ლემონჯავა შემოგვიერთდება.