2024 წლის არჩევნებამდე ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა იმატებს. საქართველოში ოქტომბრის თვეში არჩევნები ისტორიული იქნება, რადგან ის ისტორიაში პირველად სრულად პროპორციულად ჩატარდება, ეს კი ნიშნავს იმას რომ საქართველოს მოქალაქის ხმა პირდაპირ დაკონვერტირდება და ის თავად აირჩევს თუ ვინ იქნება მისი წარმომადგენელი ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში. ბოლო პერიოდში აქტიურად განიხილება ოპოზიციური პარტიების გაერთიანება და ერთობლივი ძალებით ბრძოლა საპარლმენტო არჩევნებზე, თუმცა ოპოზიციურ პარტიათა ნაწილი ამ კოალიციას კატეგორულად გამორიცხავს. მაგალითად სტრატეგია აღმაშენებლის სტრატეგია არის კოალიცია ქართველ ხალხთან და არა კოალიცია სხვა ოპოზიციურ პარტიასთან. ასეთივე კატეგორიულები არიან პარტია საქართველოსთვის და ევორპული საქართველო. ქართული ოცნების გამარჯვების შანსები ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ისტორიულ მინიმუმამდეა ჩამოსული.