საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე ანგარიში 6 თებერვალს უნდა წარადგინოს. სალომე ზურაბიშვილის მიერ პრეზიდენტის რანგში ეს ბოლო წლიური ანგარიში იქნება, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, მისცემს თუ პრეზიდენტს ანგარიშის წარდგენის საშუალებას ქართული ოცნება. ვარაუდს ოპოზიცია გამოთქვამს და აცხადებს, რომ ქართულ ოცნება პრეზიდენტის ინსტიტუციის დაკნინებას კიდევ ერთხელ ეცდება. განსხვავებულია ქართული ოცნების ლიდერების შეფასებები, ისინი ამტკიცებენ რომ არანაიარ ბოიკოტს არ აპირებენ და სალომე ზურაბიშვილს ანგარიშის წარდგენის საშუალება ექნება.