მოხდება თუ არა საქართველოს ახალი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა - პარტია საქართველოსთვის ინიციატივა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავ ერთ-ერთი მთავარი განხილვის თემაა. იმის პარალელურად რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები საკონსტიტუციო ცვლილებებს არ აპირებენ და ინიციატივას აკრიტიკებენ, დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებშიც აზრი ორადაა გაყოფილი. ოპოზიციის კრიტიკას პარტია საქართველოსთვის წევრები აბსურდულს უწოდებენ. რა განცხადებები კეთდება თემის ირგვლივ დეპუტატების მხრიდან მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.