მმართველი პარტია სამუშაო ჯგუფების შექმნის მზაობას კიდევ ერთხელ გამოთქვამს, თუმცა განმარტავს რომ ჯგუფები საჭიროების მიხედვით შეიქმნება. სახელისუფლებო გუნდი აცხადებს რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 დათქმის შესასრულებლად ყველაფერს გააკეთებენ. სამუშაო ფორმატებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს ოპოზიციის ნაწილი. 9 დათქმის შესახებ საკუთარი შეხედულება აქვს მესამე სექტორსაც. რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.