ეკვადორის ციხიდან დანაშაულებრივი დაჯგუფების ლიდერი გაუჩინარდა, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. როგორც BBC წერს, ქვეყანაში 2-თვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადოლფო მასიას ვილამარმა , ციხეში 12 წელი გაატარა და ამასთან, ის გავლენიანი კრიმინალური დაჯგუფების ლიდერი იყო. პოლიციის განცხადებით, პატიმრის არყოფნა საკანში კვირას აღმოაჩინეს. ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობა საშუალებას მისცემს შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციას, სრული კონტროლი აღადგინონ ქვეყნის ციხეებზე.