ჩინეთის მიერ თანამგზავრის გაშვების შემდეგ ტაივანში საჰაერო განგაში გამოცხადდა. ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ გაფრთხილება მობილური ტელეფონების მომხმარებლებს გაუგზავნა და მათ სიფრთხილისკენ მოუწოდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინურმა თანამგზავრმა სამხრეთ ტაივანის საჰაერო სივრცეს გადაუფრინა. 13 იანვარს ტაივანში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რის გამოც ოფიციალურ პეკინსა და ტაივანს შორის ურთიერთობა უკიდურესად არის დაძაბული.