ექიმის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს, რომელიც ქმრის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა, კლინიკაში შეყვანისას, სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა.
მისივე თქმით, პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანისას, საოპერაციო ბლოკში შეიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
„სასწრაფო დახმარების ჯგუფის მიერ შემოყვანილი იქნა ახალგაზრდა ქალი, რომელსაც მთელ სხეულზე მრავლობითი სისხლმდენი ჭრილობები აღენიშნებოდა. გამოხატული იყო ტრავმულ-ჰემორაგიული შოკი და სასიცოცხლო ჩვენებით პაციენტი გადაყვანილი იქნა საოპერაციო ბლოკში, სადაც სამწუხაროდ, მალევე ბიოლოგიური სიკვდილი დაფიქსირდა. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ჭრილობა ჰქონდა,“ - აცხადებს ექიმი „ინტერპრესნიუსთან“.
შემთხვევა ვარკეთილში მოხდა.