გასული წლის განმავლობაში საქართველოს საერთაშორისო რეზერვები გაიზარდა. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 5 მლრდ დოლარს მცირედით აჭარბებდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 101.5 მლნ დოლარით მეტია. 2022 წლის დეკემბრის ბოლოს რეზერვების მოცულობა 4 მილიარდ 901 მილიონი დოლარი იყო. რაც შეეხება ერთთვიან სტატისტიკას, ამ შემთხვევაში შემცირებაა სახეზე. კერძოდ, 2023 წლის ნოემბერში ქვეყნის საერთაშიროს რეზერვები 5 მილიარდ 121 მილიონი დოლარი იყო, შესაბამისად, კლება ერთ თვეში დაახლოებით 119 მლნ დოლარს შეადგენს.