"ქართული ოცნების" წესდებაში მეშვიდე რიგგარეშე ყრილობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც პარტიის სტრუქტურას ემატება - პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ახალ წესდებაში განსაზღვრულია პოლიტიკური საბჭოს ფუნქციებიც. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ ქართული ოცნების წესდებაში მითითებული უფლებამოსილებები ფორმალურია და პარტიას არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი მართავს.