გერმანული გამოცემა შპიგელის ინფორმაციით, გერმანიაში 2023 წელს თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა 50%-ზე მეტით გაიზარდა - ამ მოთხოვნით ქვეყნის ხელისუფლებას ჯამში 351 915-მა ადამიანმა მიმართა. თავშესაფრის მაძიებელთა სიაში საქართველო მეექვსე ადგილს იკავებს. გასულ წელს გერმანიაში თავშესაფარი საქართველოს 9 399 მოქალაქემ ითხოვა. გერმანიაში თაავშესაფრის მთხოვნელთა ყვეალზე დიდი ჯგუფი სირიიდანაა. მას მოსდევს თურქეთი, ავღანეთი , ერაყი და ირანი.