პარტია ,,საქართველოსთვის" პრეზიდენტის საქართველოს მოქალაქეების მიერ პირდაპირი გზით არჩევის წესის დაბრუნებას ითხოვს. ამბობენ რომ წინააღმდეგ შემთხვევაში არსებული პარლამენტის პირობებში ქვეყანას დამოუკიდებელი პრეზიდენტი ვერ ეყოლება. მიხეილ დაუშვილის თქმით, უკონტროლო ძალაუფლების პრობლემა თავად ბიძინა ივანიშვილმაც აღიარა. იმისთვის რომ საქართველოს პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს საქართველოს კონსტიტუციაში პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით ცვლილებების მიღებაა აუცილებელი. საკითხის დაინიცირებისთვის კი ოპოზიციას საკანონმდებლო ორგანოში საკმარისი ხმების რაოდენობა არ აქვს.