დონალდ ტრამპი იმ პირთა გათავისუფლებას ითხოვს, რომლებიც 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმის შენობის შტურმის გამო დააპატიმრეს. აიოვას შტატში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენების გამო პატიმრობაში მყოფ პირებს „მძევლები“ უწოდა და განაცხადა, რომ მათ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია არასათანადოდ მოეპყრო. ტრამპის განცხადებითვე, 2020 წლის არჩევნები გაყალბდა, თავად კი პოლიტიკური დევნის მსხვერპლია.