უკრაინის შეარაღებული ძალების განცხადებით, 8 იანვარს რუსეთის სარაკეტო იერიშის დროს, ოკუპანტების მიერ გაშვებული 51 რაკეტიდან მხოლოდ 18-ის ჩამოგდება შეძლეს. ყველა ჩამოგდებული რაკეტა ფრთოსანი იყო. მათივე ცნობით, უკრაინის მიმართულებით რუსულმა ძალებმა, შვიდი საზენიტო, ოთხი აერო ბალისტიკური, რვა ფრთოსანი და ორი მართვადი საავიაციო რაკეტა გაუშვეს. ოკუპანტებმა თავდასხმებისას, „ისკანდერის“ ტიპის ექვსი ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენეს. ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში განმარტავენ, რომ რუსეთის მიერ უკრაინის მიმართულებით დიდი რაოდენობით გაშვებული ბალისტიკური რაკეტების ჩამოგდება მხოლოდ „პეტრიოტის“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსითაა შესაძლებელი. რუსეთის იერიშის სამიზნე კირტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურა, სამრეწველო, სამოქალაქო დაწესებულებები, ასევე, ხარკოვის, დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხმელნიცკის ოლქებში არსებული სამხედრო ობიექტები გახდა. ბოლო ცნობებით, იერიშის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, 30-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე კი დაშავდა.