Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის მიერ ლიბანის სამხრეთ ნაწილში განხორციელებული თავდასხმის შედეგად „ჰეზბოლას“ მაღალჩინოსანი, ვისამ ტავილი დაიღუპა. სააგენტოს ცნობით, ტავილი, ჯგუფის „ელიტარული რადვანის’ ძალების“ ქვედანაყოფის უფროსის მოადგილე იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ტავილი და „ჰეზბოლას“ კიდევ ერთი მებრძოლი მაშინ დაიღუპნენ, როდესაც სოფელ მაჯდალ სელმში მათ ავტომობილზე დარტყმა განხორციელდა. შეგახსენებთ, „ჰეზბოლას“ ლიდერმა, რამდენიმე დღის წინ ისრაელი გააფრთხილა, რომ ლიბანში სრულმასშტაბიანი ომი არ დაიწყოს.