მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე მრავალშვილიან ოჯახს სახელმწიფო  საცხოვრებელ ფართებს გადასცემს - Palitra News

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე მრავალშვილიან ოჯახს სახელმწიფო  საცხოვრებელ ფართებს გადასცემს

2024-01-08 19:28:24+04:00

მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე მრავალშვილიან ოჯახს სახელმწიფო საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამისთვის ბიუჯეტიდან 50 მილიონი გამოიყოფა. ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით პროგრამა 2წლის განმავლობაში გაგრძელდება და მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.