მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე მრავალშვილიან ოჯახს სახელმწიფო საცხოვრებელ ფართებს გადასცემს. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, ამისთვის ბიუჯეტიდან 50 მილიონი გამოიყოფა. ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით პროგრამა 2წლის განმავლობაში გაგრძელდება და მუნიციპალიტეტებსაც მოიცავს.