ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი მიმდინარე წლის ივნისში ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნებში წარმატების შემთხვევაში შარლ მიშელი თანამდებობას ვადამდე დატოვებს. მიშელი თავის ამჟამინდელ მოვალეობას 16 ივლისამდე შეასრულებს. თუ ამ დროისთვის მისი მემკვიდრის კანდიდატურა არ განისაზღვრა, მოვალეობის შემსრულებელი უნგრეთის პრემიერ მინისტრი იქნება. ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საწინააღმდეგო არც ვიქტორ ორბანის და არც შარლ მიშელის მიმართ არ აქვთ. მათივე განცხადებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტად ვიქტორ ორბანის დანიშვნის შემთხვევაში, რადიკალური ცვლილებები ვერ მოხდება, ვინაიდან ის პოსტს 2024 წლის დეკემბრამდე დაიკავებს.