ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის წაყენებული რეკომენდაციების შესრულება კვლავ პოლიტიკური განხილვის თემაა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ დათქმების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხი უკვე პოლიტიკური სპეკულაციის თემად იქცა. ოპოზიცია და უმრავლესობა კი ამაში ერთმანეთის ბრალეულობას ხედავს. ხელისუფლების ოპონენტები მმართველ პარტიას უმოქმედობაში ადანაშაულებენ. თავის მხრივ უმრავლესობის ლიდერები კი აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი კოლეგები უსაფუძვლო ისტერიას ქმნიან.