საქართველოში ბანანის იმპორტის მაჩვენებელი ყველა დროის მაქსიმუმზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ნოემბრის ჯამური მონაცემებით, ქვეყანაში თითქმის 37 ათასი ტონა ბანანი შემოვიდა, რაც ბოლო 10 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. იმპორტირებული პროდუქციის 97% ეკვადორზე მოდის. მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგ მოდის აშშ, გერმანია და ნიდერლანდები.