ჩინეთიდან ტვირთების ტრანსპორტირება შესაძლოა, გაძვირდეს. ამის მიზეზი წითელი ზღვისა და ადენის ყურის მიმართულებით გადაზიდვების შეფერხებაა. მართალია უსაფრთხოებს მიზნით, იქ აშშ-ის სამხედრო ხომალდები უკვე განლაგდნენ, მაგრამ კომპანიებს მაინც უწევთ, დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად, აფრიკას შემოუარონ. Reuters-ის ინფორმაციით, გემების მარშრუტის ამგვარი დაგრძელება, ავტომატურად იწვევს ტრანსპორტირების გაძვირებას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საზღვაო იმპორტში, აშშ-ის შედმდეგ მეორე ადგილზე სწორედ რომ ჩინეთია.