რუსული ძალების თვდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ქვეყნის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, ოკუპანტებმა უკრაინაზე 11 სარაკეტო და 69 საჰაერო იერიში მიიტანეს, ზალპური სისტემებიდან კი ქვეყანას თავს 53-ჯერ დაესხნენ. უწყების ცნობითვე, ფრონტის ხაზზე ჯამში 35 საბრძოლო შეტაკება მოხდა. თავდასხმებისას ოკუპანტებმა ირანული შაჰედის ტიპის დრონები კიდევ ერთხელ გამოიყენეს, მათი უმეტესობა უკრაინულმა თავდაცვამ გაანადგურა. გენშტაბის ინფორმაციით, დიდია მტრის დანაკარგებიც. თავდაცვის ძალები მტრის ცოცხალი ძალისა და იარაღის კონცენტრაციის ადგილებზე შეტევებს წარმატებით აგრძელებს.