იმუშავებს თუ არა ოპოზიცია და ხელისუფლება ერთად ევროკომისიის მხრიდან საქართველოსთვის წაყენებული რეკომენდაციების შესასრულებლად? - საკითხი ჯერ ისევ ბუნდოვანია. პოლიტიკური აქტორები სამუშაო ჯგუფების შექმნის საკითხით სპეკულაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. ოპოზიცია აცხადებს, რომ სინამდვილეში მმართველ პარტიას დათქმების შესასრულებლად შესაბამისი პოლიტიკური ნება არ გააჩნია. ხელისუფლება კი ირწმუნება, რომ მიუხედავად ოპონენტების სპეკულაციისა, მმართველი გუნდი საქართველოს ევროკავშირთან დასაახლოებლად მუშაობას გააგძელებს.