საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2026 წელს გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს. უწყების ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზე, საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. აღნიშნულის თაობაზე დასტური გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილით აცნობა.