საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2026 წელს გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს - Palitra News

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2026 წელს გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს

2024-01-08 11:05:17+04:00

საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2026 წელს გაერო-ს საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმს უმასპინძლებს. უწყების ცნობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძისა და გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილის შეხვედრაზე, საჯარო სერვისების მსოფლიო ფორუმის საქართველოში ჩატარების შესაძლებლობა განიხილეს. აღნიშნულის თაობაზე დასტური გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილით აცნობა.