ახლო აღმოსავლეთში ომი გრძელდება. ჰამასი ისრაელის ტერიტორიებზე შეტევებს არ წყვეტს. ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზაში სამხედრო ოპერაციებს აძლიერებს. განადგურებულია ჰამასის ათობით სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი. პარალელურად, საერთაშორისო ლიდერები ღაზაში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა ისრაელს მოუწოდა, ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაციების ინტენსივობა შეამციროს. მისი თქმით, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ისრაელმა მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას.