„ოპოზიცია განადგურებულია - მათ სიახლის შემოთავაზება არ შეუძლიათ“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი განცხადებით, მომავალი არჩევნები ოპოზიციის მხრიდან შინაარსისგან იქნება დაცლილი, რაც ქმნის საფრთხეს, რომ ოპოზიცია მოქმედების კიდევ უფრო რადიკალურ გზას აირჩევს. ოპოზიციის შანსებს მინიმალურად აფასებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ირაკლი კობახიძეც.