თბილისში საშობაო ალილო გაიმართა. შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების ტაძარში დასრულდა, სადაც საშობაო პარაკლისი გადაიხადეს. თეატრალიზებული წარმოდგენის მონაწილეებმა გზად საჩუქრები და სურსათ-სანოვაგე შეაგროვეს, რომლებიც დახარისხდება და ბავშვთა სახლებს, მოხუცთა თავშესაფრებსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დაურიგდება. „ალილოს“ მსვლელობის ტრადიცია 2000 წლიდან პატრიარქის ლოცვა-კურთხევით აღდგა.