ენტონი ბლინკენი - ორიენტირებული ვართ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებაზე - Palitra News

ენტონი ბლინკენი - ორიენტირებული ვართ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებაზე

2024-01-08 07:55:02+04:00

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ღრმა დაძაბულობის მომენტში ის ორიენტირებულია უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან აცილებაზე.

ბლინკენმა ეს განცხადება დოჰაში, კატარის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ინტენსიურად ვართ ორიენტირებული კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებისკენ მიმართულ მუშაობაზე და ეს მართლაც მთავარი აქცენტია 7 ოქტომბრის შემდეგ რეგიონში ჩემი მეოთხე ვიზიტის დროს“, - აღნიშნა ბლინკენმა.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შაბათ-კვირას იორდანიის ლიდერებსაც შეხვდა. იორდანიის მეფე აბდულა II-მ მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე ომს, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს