შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ღრმა დაძაბულობის მომენტში ის ორიენტირებულია უფრო ფართო კონფლიქტის თავიდან აცილებაზე.
ბლინკენმა ეს განცხადება დოჰაში, კატარის პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ალ-ტანისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ინტენსიურად ვართ ორიენტირებული კონფლიქტის გავრცელების თავიდან აცილებისკენ მიმართულ მუშაობაზე და ეს მართლაც მთავარი აქცენტია 7 ოქტომბრის შემდეგ რეგიონში ჩემი მეოთხე ვიზიტის დროს“, - აღნიშნა ბლინკენმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შაბათ-კვირას იორდანიის ლიდერებსაც შეხვდა. იორდანიის მეფე აბდულა II-მ მასთან საუბარში აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე ომს, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს