იაპონიაში 1-ელ იანვარს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 126-ს მიაღწია. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. 7,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას იშიკავას პრეფექტურაში ძლიერი ნგრევა მოჰყვა. დაშავებულთა რიცხვი 510-ს აღემატება, კიდევ 200-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება. მედიის ინფორმაციით, იშიკავას პრეფექტურიდან ხელისუფლებამ დროებით 30 000 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. იაპონიაში ბოლო 12 წლის განმავლობაში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა 1-ელ იანვარს მოხდა, რასაც 600-ზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა.