ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეის კუნძულ იონპიონგის მიმართულებით 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა. განცხადებას სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბი ავრცელებს. მათი განცხადებით, თავდასხმა დაახლოებით 16:00-დან 17:00 საათამდე, ჩრდილოეთ კორეის ძალებმა კუნძულ იონპიონგის ჩრდილო-დასავლეთიდან 60-ზე მეტი საარტილერიო ჭურვის გასროლა განახორციელეს. ოფიციალურმა სეულმა ჩრდილოეთ კორეას მსგავსი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. 5 იანვარს იონპიონგისა და ბაენგიონგის მახლობლად ჩრდილოეთ კორეამ 200-ზე მეტი საარტილერიო ჭურვი გაისროლა. კუნძულები ორი მხარის დე ფაქტო საზღვაო საზღვრის სამხრეთით მდებარეობს.