სალომე ზურაბიშვილის წლიური ანგარიში, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტი სავარაუდოდ, თებრვალში წარადგენს, განხილვის მთავარი თემაა. ოპოზიციაში რამდენიმე სავარაუდო ვერსიაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის მიმართ პოზიციები შეარბილა, ამიტომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ზურაბიშვილს “ქართული ოცნებისათვის” სასარგებლო პრეზიდენტად მიიჩნევს და მათი დაპირისპირების საფუძველს ვერ ხედავს. თემაზე საუბარს ხატია სამხარაძე გააგრძელებს.