უკრაინაში რუსული სამხედრო აგრესია გრძელდება. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინის დასახლებული პუნქტების დაბომბვას მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მოჰყვა. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის და სამხედრო პოზიციების წინააღმდეგ ხუთი სარაკეტო და 25 საავიაციო შეტევა განახორციელეს, ასევე 30-ჯერ გახსნეს ცეცხლი რეაქტიული სარაკეტო სისტემებიდან. რუსეთი არმიის სამიზნე გახდა დონეცკის, სუმის, ხარკოვის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს, დნეპროპროპეტროვსკისა და ხერსონის რეგიონები. უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსეთის არმიასთან 62 საბრძოლო შეტაკება მოხდა. რუსეთის არმია შეტევას განსაკუთრებით ინტენსიურად მარინკის, ბახმუტისა და კუპიანსკის მიმართულებით ახორციელებს.