ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილზე, მოძრაობა აღდგა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე ქვის ცვენის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალული იყო. გაწმენდითი სამუშაოები კი ბათუმი-ახალციხის გზის, სოფელი გულების მონაკვეთზე, მიმდინარეობს სადაც მეწყერი ჩამოწვა. ამ მონაკვეთზე გადაადგილება აკრძალულია. ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, ფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. სხვა სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.