შეძლებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგაზაფხულო სესიაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას? ოპოზიციაში რამდენიმე სავარაუდო ვერსიაზე საუბრობენ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის მიმართ პოზიციები შეარბილა, ამიტომ ყველაფერი ისე იქნება, როგორც ბიძინა ივანიშვილი გადაწყვეტს. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ზურაბიშვილს “ქართული ოცნებისათვის” სასარგებლო პრეზიდენტად მიიჩნევს და მათი დაპირისპირების საფუძველს ვერ ხედავს. ხატია სამხარაძე გააგრძელებს ამ თემაზე საუბარს.