კოვიდ-19-ის, გრიპისა და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.
„კოვიდ-19-ის, გრიპისა და სხვა პათოგენების რესპირატორული დაავადებები უკანასკნელი კვირების განმავლობაში ბევრ ქვეყანაში იმატებს და სავარაუდოდ, ეს შესვენების შემდეგაც გაგრძელდება“, - წერს ტედროს ადანომ გებრეისუსი X-ზე (ყოფილი „ტვიტერი“).
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი ადამიანებს მოუწოდებს, რომ ნიღბების, ვენტილაციისა და დისტანციის გამოყენება განაგრძონ. ასევე, კოვიდ-19-ისა და გრიპის საწინააღმდეგო აცრების შესახებ ინფორმირებულები დარჩნენ.
„დარწმუნდით, რომ ტესტირება გაიარეთ და საჭიროების შემთხვევაში დახმარებას მიმართეთ, რადგან კოვიდ-19-ის მკურნალობას მძიმე დაავადებებისა და სიკვდილის თავიდან არიდება შეუძლია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.
ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა, რომ მთავრობებმა სანდო ტესტებზე, მკურნალობასა და ვაქცინებზე წვდომა უნდა უზრუნველყონ, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ყველაზე მეტად იმყოფება ინფექციის მძიმე რისკის ქვეშ.