შეძლებს თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საგაზაფხულო სესიაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლას? ოპოზიციაში რამდენიმე სავარაუდო ვერსიაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს, რათა პრეზიდენტის გამოსვლა არ შედგეს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ეს პროცესი არ ჩაიშლება, ზურაბიშვილს ხელისუფლების წარმომადგენლების შეურაცხმყოფელი კომენტარების მოემენა მოუწევს. ოპონენტების კრიტიკას მმართველ პარტიაში პასუხობენ და ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილისთვის ხელის შეშლა მათი მიზანი არ არის, ოპოზიციის განცხადებები კი არაფერია გარდა პოლიტიკური სპეკულაციისა.