,,ქართული ოცნება საკანონმდებლო ორგანოში სამუშაო ჯგუფების შექმნას კითხვისნიშნისქვეშ აყენებს. ხელისუფლების წევრები ფიქრობენ რომ სამუშაო ჯგუფების შექმნაზე ბევრად ეფექტური საკითხების კომიტეტზე განხილვა იქნება. ,,ქართულ ოცნებაში" ასევე აღნიშნავენ, რომ სამუშაო ჯგუფების შექმნა საერთაშორისო პარტნიორების რადიკალური მოთხოვნა არ ყოფილა. ოპოზიციისთვის ხელისუფლების შეცვლილი რიტორიკა გაუგებარია. თუმცა ფიქრობენ რომ ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში რეალური ცვლილებები ვერ განხორციელდება.