ინგლისში სტიქიას ებრძვიან. მედიის ინფორმაციით, ქვეყანაში ძლიერი წვიმისგან გამოწვეული წყალდიდობის გამო ასობით სახლი დაიტბორა. ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში მცხოვრებლები იძულებული გახდნენ, საკუთარი სახლები დაეტოვებინათ. ნოტინგემშირის საოლქო საბჭოს განცხადებით, დატბორილი სახლების რაოდენობა სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. სტიქიამ გზები და სარკინიგზო ლიანდაგები დატბორა. შექმნილი ვითარების გამო გარკვეული პრობლემები მოგზაურებსაც შეექმნათ.